აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის ჩაკეტვასთან ერთად საპოლიციო კონტროლსაც აძლიერებს

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა გადაწყვეტილება მიიღო ე.წ საზღვარზე არსებული ვითარება დამატებით საპოლიციო ძალების მეშვეობით გააკონტროლოს.
ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებით, “პრეზიდენტისგან” მიღებული დავალებით, ოკუპირებულ გალის რაიონში გარკვეულ ძალებს შეიყვანენ “მესაზღვრეების სამუშაოს გასაძლიერებლად”.
ლოლუას სიტყვებით, მსგავსი პრაქტიკისთვის მანამდეც მიუმართავთ და ე.წ. საზღვარი ჩაუკეტავთ დანარჩენ საქართველოსთან, “რიგი მოვლენების გათვალისწინებით“ .მანამდე გახდა ცნობილი დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გამო 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ჩაკეტოს ე.წ. საზღვარი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს