„მაკდონალდსმა“ ვაჟა-ფშაველაზე სახელმწიფო ქონება საწყის ფასზე 4-ჯერ ძვირად, 6.8 მლნ ლარად იყიდა

„მაკდონალდსმა“ ვაჟა-ფშაველაზე სახელმწიფო ქონება საწყის ფასზე 4-ჯერ ძვირად, 6.8 მლნ ლარად იყიდა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N42-44-ში მდებარე სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ფართის ახალი მეპატრონე შპს „თ და კ რესტორნებია“, რომელიც საქართველოში „მაკდონალდსის“ ქსელის რესტორნების მფლობელია.
ობიექტის საწყისი ფასი 1 615 000 ლარი იყო. ქონების შესაძენად 13 მსურველი იბრძოდა, რომლებმაც დიდი რაოდენობის, 1036 ბიჯი დააფიქსირეს და საბოლოოდ ქონება 6 795 000 ლარად გაიყიდა.
„საპრივატიზებო ობიექტის საერთო ფართობი 578 კვადრატული მეტრია. ის შედგება 215.18 კვ.მ; 49.60 კვ.მ; 116.65 კვ.მ; ასევე 197.33 კვ.მ ფართების და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისგან“, – ნათქვამია ქონების განმარტებით ბარათში.