პუტინი, სი და მოდი „ბრიკსის“ სამიტზე უკრაინაში ომს განიხილავენ

რუსეთში „ბრიკსის“ ქვეყნები არიან შეკრებილნი და როგორც ვლადიმირ პუტინი, ს პრეზიდენტი ამბობს, მთავარ სასაუბრო საკითხებს შორის არის „ბრიკსის“ გაფართოება, ში მიმდინარე ომი და ომი ახლო აღმოსავლეთში.
„ბრიკსი“, რომელიც განვითარებადი ბაზრების მზარდი ეკონომიკური გავლენის აღსაწერად შეიქმნა დღეს ერთ-ერთი დიდი ჯგუფია, რომელიც მოიცავს მსოფლიო მოსახლეობის 45%-ს და გლობალური ეკონომიკის 35%-ს.
„ბრიკსის“ სამიტი ყაზანში, რუსეთში იმართება, ის ვლადიმირ პუტინმა გახსნა. პუტინმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ “ბრიკსის” მნიშვნელობა იზრდება და 30-ზე მეტმა სახელმწიფომ ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პუტინის მიზანია მსოფლიოს აჩვენოს, რომ დასავლეთის ქვეყნების მცდელობა – მოექციათ რუსეთი იზოლაციაში – წარუმატებელია.
„არასწორი იქნება იგნორირება გავუკეთოთ გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო ინტერესს „ბრიკსთან“ კონტაქტების გასაძლიერებლად“, – თქვა პუტინმა მისასალმებელ სიტყვაში და აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში საუბარი შეეხება „მწვავე რეგიონულ კონფლიქტებს“ – ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში.
სამიტს, რომელიც რუსეთში იმართება ესწრებიან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. ორივე ქვეყანა რუსეიდან ნავთობის დაახლოებით 90%ს ყიდულობს. ინდოეთიც და ჩინეთიც რუსეთში უცხოური ვალუტის ძირითადი შემტანები არიან. რუსეთი ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოში მეორე უდიდესი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა.