მესი და სუარესი კვლავ ერთად – ურუგვაელი კარიერას მაიამის “ინტერში” გააგრძელებს

Miami Herald-ის ინფორმაციით, ვეტერანი ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი კარიერას მაიამის “ინტერში” გააგრძელებს.
ის 2024 წლიდან თავისუფალი აგენტი გახდება და -ის კლუბში უსასყიდლოდ გადავა და ხელს 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
სუარესის ბოლო კლუბი ბრაზილიური “გრემიო” გახლდათ, სადაც 32 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.