„ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანერზე – მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში

პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანერს ეხმაურება, რომელზეც გაკეთებულია წარწერა: „ქოცი=რუსს“.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს, რათა ყველა დავფიქრდეთ, „თუ რას დაამსგავსეს საკუთარი თავები“.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს. საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს.
ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს. ყველა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას დაამსგავსეს საკუთარი თავები.
მშვიდობას ომი ამჯობინეს, ევროპის სახელით და დროშით კი ტერორს უდგანან სათავეში.
მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში.
ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ამ სამარცხვინო სექტას გავცეთ გადამწყვეტი პასუხი“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც აღნიშნული ბანერის ფოტოს აზიარებს და უთითებს, რომ ეს არის „ლიბერალური ფაშიზმი“.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის