საქართველომ სწრაფად შეძლო სამოქმედო გეგმის დასახვა, ვიმედოვნებ შემდგომი პროგრესის ხილვას ევროკავშირის გზაზე – ბულგარეთის ელჩი

საქართველოში ბულგარეთის ელჩი, ევროკავშირის 9 დათქმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, აცხადებს, რომ რეკომენდაციები აუცილებლად შესასრულებელია.
“რეკომენდაციები კარგად ცნობილი საკითხებია, რომლებიც შესასრულებელია. არ მიყვარს რჩევების მიცემა, თუმცა, ჩემი მოკრძალებული რჩევაა, დასხდეთ და იმუშაოთ იმაზე, რაც აუცილებლად გასაკეთებელია”, – განაცხადა ვესელინ ვალკანოვმა.
დიპლომატის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი რამ განიხილება.
“დამსახურება მნიშვნელოვანია, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული სამუშაო წინსვლისთვის. საქართველოს შეუძლია ამის შესრულება, სწრაფად შეძელით სამოქმედო გეგმის დასახვა. ვნახოთ, რა რეაქციები იქნება და ვიმედოვნებ, შემდგომი პროგრესის ხილვას საქართველოს ევროკავშირის გზაზე,” – განაცხადა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან