ბარამიძე: სიბრმავეა, გეგონოს, რომ სააკაშვილის გუნდის დატოვებით უკეთ შეძლებ რეჟიმთან ბრძოლას

შესაძლოა, მათ ჰქონდეთ გაბრაზების საფუძველი პოლიტიკური საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ გაბრაზებას არ უნდა გადააყოლონ ის ერთობა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს გამარჯვებისთვის. ს გუნდის დატოვება ნამდვილად არ არის ის, რაც მოგცემს საშუალებას, უკეთესად ებრძოლო ამ რუსულ რეჟიმს. საერთოდ, სიბრმავეა, გეგონოს, რომ უკეთესად შეძლებ ოლიგარქიულ, რუსულ რეჟიმთან ბრძოლას, თუ მიხეილ სააკაშვილის გუნდს დატოვებ და ს ან სხვას გაჰყვები. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაა ჩემი კოლეგების მხრიდან. მათ მადლობას ვეტყვი იმისთვის, რაც უბრძოლიათ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით და ვუსურვებ წარმატებას იმ საქმეში, რასაც საქართველოსთვის ბრძოლა და ს ოლიგარქიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება ჰქვია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ენმ-ის პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარამიძემ ენმ-ში დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, ს, ზუგდიდის, ხობის და ჭიათურის საკრებულოებში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების 30-ზე მეტმა წევრმა პარტია დატოვა.