,, ჩვენ, ამერიკისთვის, არ ვართ სტრატეგიული პარტნიორი, არც უბრალოდ პარტნიორი და არც მეგობარი ქვეყანა!” – ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
,,ძალიან კარგია, რომ ე. წ. ოპოზიციამ, რეალურად კი – ს აგენტურამ, საუბარი და პროვოკაციები დაიწყო საქართველოზე გამავალი სატვირთო გზების, მარშრუტების, სტრატეგიული ობიექტების გახმაურებული თემებით. დაიწყეს სათავის- საამერიკოდ, რეალურად კი, მოუწიათ ამერიკის სახელმწიფო ინტერესენზე აპელირება, რომელიც შავი ზღვის აუზში აშშ-ს სამხედრო ფლოტის განლაგების სურვილით და რუსეთ- ევროპისთვის საფრთხეების შექმნით შემოიფარგლება მხოლოდ!
დიახ, ათასჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ, ამერიკისთვის, არ ვართ სტრატეგიული პარტნიორი, არც უბრალოდ პარტნიორი და არც მეგობარი ქვეყანა! ჩვენ აშშ- თვის ვართ იარაღი ს წინააღმდეგ! ჩვენ ვართ საშუალება ევროპის ეკონომიკური კონტროლისა! ჩვენ ვართ, უბრალოდ, ობიექტი, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული, რათა არ მოხდეს რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაზე!
არა და, იქნებ… ჩვენ გვინდა ვიყოთ სუბიექტი არჩევანის დროს! ვისთან ვიმეგობროთ- ამერიკასთან, ევროპასთან, ირანთან, რუსეთთან, თურქეთთან!
დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ ურთიერთობებს როგორც სუბიექტი და გვაქვს პრეტენზია, რომ გვქონდეს ჩვენი არჩევანის უფლება გარკვეული პრიორიტეტების შერჩევისას! უფრო მეტიც, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის გზების და პოლიტიკის შერვევისას! იქნებ, სულაც არ გვინდა ამერიკის გაძლიერებისთვის ჩვენი შვილების გაწირვა! ჩვენი სახელმწიფოს განადგურება!
და რა, არ გვაქვს ამის ფიქრის და შიშის საფუძველო?!… რა, გადარჩენილია? თუ აზოვის ზღვაზე ლივლივებს ამერიკული დროშები?…
ამერიკამ ევროპის განადგურების გეგმა შეასრულა! უკრაინის ომის მთავარი შედეგი მიღწეულია! განადგურებული გერმანია, განადგურებული “ ევროპის ბეღელი”- უკრაინა, მიმხრჩვალი და შიდა კონფლიქტებში გახლართული საფრანგეთი და სხვა მრავალი სავალალო, უკვე შემდგარი ფაქტი. ჰო, ევროპის მაქსიმალური დასუსტება, ეს არის ის ერთადერთი შედეგი, რომელიც ამერიკამ დადო!
ისე, მარტო რუსეთის დასუსტების გამოც არ ხლართავს შეერთებული შტატები საქართველოს შავი ზღვის აუზში საცეცებს…
აი, შავი ზღვის მაღალი ძაბვის დენის გამტარი კაბელი რომ გვიხარია.. საქართველო- რუმინეთი… უნდა, ახლა, დემენციაში ჩავარდნილ ამერიკის ხელისუფლებას გაპარტახებული ევროპის გადარჩენა?… არა… არ უნდა…
არც საქართველოს გადარჩენა უნდა… არც ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება ეხატება გულზე…
ამიტომაც ააჟივილ- აახივილა ძველი, რეიტინგდაკარგული აგენტურა…
ისე, როგორ ემსგავსება სახელმწიფო მის ხელისუფალს. ამერიკაც, დემენციური ჯოსავით, ვიღაცას უწევს ხელს და ესალმება ხოლმე…. ოღონდ, არავინ იცის ვის მიესალმა… ვის გაუღიმა… ვის გაესაუბრა…
ისიც კი არავინ იცის, ამიერში თუ იმიერშია მიმართული ბუნდოვანი მზერა…
მოკლედ, როგორც არის რაა…
მთავარია, ჩვენ ვიყოთ ამიერში! აქ, ამ რეალობაში და გვახსოვდეს- სამშობლოსთან არაფერი შეგვეშალოს!”

ასევე დაგაინტერესებთ