“ნაპოლის” საკვანძო ფეხბურთელობიდან პრობლემებამდე “ბაიერნსა” და ოჯახში – კიმის ისტორია

2023 წელს “ნაპოლის” მცველ კიმ მინ ჯეს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაგვიშურებია და ხაზი მის ოჯახურ იდილიასაც გავუსვით. სამხრეთკორეელი მცველი ახლა მიუნხენის “ბაიერნში” უშეცდომო ნამდვილად არაა, მისგან მეტს ველოდით და სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ჩვენ კიდევ ერთხელ, განმეორებით გთავაზობთ მაშინდელ სტატიას, როცა ნეაპოლური კლუბი წარმატების ზენიტში იყო…
“ნაპოლი” მიმდინარე სეზონში ასეთი მძლავრი და წარმატებული რომ არის, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორად განხორციელებული ტრანსფერებია. გუნდი ლიდერებმა დატოვეს, მათ ნაცვლად კი თანამედროვე ფეხბურთისთვის საკმაოდ მცირე თანხებით ისეთი მოთამაშეები შეიძინეს,
გაძლიერდნენ და უფრო ამბიციურები გახდნენ. ს ამბები დეტალურად ვიცით, თუმცა ის ერთადერთი არაა.
უკანასკნელ წლებში ნეაპოლელთა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ძალა და ლიდერი სენეგალელი ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი იყო. ის ლონდონის “ჩელსიმ” 38 მილიონ ევროდ შეიძინა. 31 წლის მცველი იტალიის ჩემპიონატში 2013 წლიდან გამოდიოდა. თავის დროზე ნეაპოლელებმა ის 7.75 მილიონად გადაიბირეს და წლების განმავლობაში გუნდის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებდა. მისი შეცვლა იოლი არ იქნებოდა. კლუბის ხელმძღვანელობა ნაკლებად გარეკლამებული უკანახაზელის მიმართულებით წავიდა, რომელიც ღირებულებითაც დააკმაყოფილებდათ. მათ თურქულ “ფენერბაჰჩეს” 18 მილიონი გადაუხადეს და სწამდათ, კიმის ტრანსფერი გაამართლებდა.
კიმი უკვე 26 წლისაა და ერთი შეხედვით, საკლუბო პროგრესი მოუგვიანდა, თუმცა მისი ევროპულ ფეხბურთთან სწრაფი ადაპტირება აღსანიშნავია. სამხრეთკორეელმა თურქეთში სულ ერთი სეზონი გაატარა, თუმცა იმდენად დამაჯერებელი იყო, ნეაპოლელთა ინტერესი მაშინვე დაიმსახურა. დიდებული იყო მინ ჯეს აპენინური სტარტიც. თუკი აგვისტოს თვეში ჩემპიონატის საუკეთესოდ “კვარა” აღიარეს, სექტემბერში ეს პატივი კიმს ხვდა წილად. მას მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა, რასაც კოსოვოელი მეწყვილის, ამირ რაჰმანის ტრავმაც დაერთო, თუმცა ახლა მათ სტაბილური დუეტი აღადგინეს.
კორეელს რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა, “მილანთან” დაპირისპირების დროს კამერებმა მის მიმართ თვით პაოლო მალდინის აღფრთოვანება დააფიქსირეს. კიმი მხოლოდ დაცვაში საიმედო და თამაშის კარგად წამკითხველი არაა, მას შეტევაში ჩართვა და რეიდის მოწყობაც კი შეუძლია – ორი გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს, თამაში კი, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ცენტრალურ მცველად შეუძლია.
ნეაპოლელთა უკანახაზელის კარიერა სამშობლოში იწყებოდა. რამდენიმე ნაკლებად ცნობილი კლუბის შემდეგ “გუანჯოუში” ის მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩა და სულ 17 შეხვედრა ჩაატარა. 2017 წელს კი “იონბუკში” ჩაირიცხა და აქ 2 წელი დაჰყო, რა დროშიც 60 მატჩი გამართა (3 გოლი გაიტანა).
ევროპული შეთავაზებები კვლავ არ ჩანდა, თუმცა ფეხბურთელმა ქვეყნის შეცვლა გადაწყვიტა და ჩინეთში გადაბარგდა. ის “გუანში” 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა.
ჩვენი წერილის გმირს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის შემდეგ იწვევენ, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა, მანამდე კი ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო. 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთკორეელთა ძირითადი შემადგენლობის ოთხივე მცველი კიმი იყო. მათ საკმაოდ ბევრი შეძლეს და ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. თუმცა ეს საუკეთესო შედეგი არ ყოფილა – მოგეხსენებათ, საშინაო მუნდიალზე (2002 წელს) ეს ქვეყანა ნახევარფინალში გავიდა.
კიმი და ანი (Ahn) საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთად ცხოვრობენ, თუმცა ქორწილი 2020 წელს გადაიხადეს. მათ ახლა პატარა ვაჟი ჰყავთ. თუკი მინ ჯე სოციალურ ქსელებში აქტიურობით ნაკლებად გამოირჩევა, მისი მეუღლისგან გაცილებით მეტს ვიგებთ, “ინსტაგრამზე” საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს და ოჯახურ ფოტოებსაც გვთავაზობს. წყვილის იდილიას კადრებითაც იოლად შეიცნობთ.
კიმ მინ ჯეს გუნდი მონატრებულ სკუდეტოსთან ძალიან ახლოსაა და ეს კორეელისთვისაც ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება.