ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორები მზად არიან, ივანიშვილს გარანტიები მისცენ

პრეზიდენტ ს განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გარანტიები მისცენ საპარლამენტო ს შემდეგ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენს პარტნიორებს სულ არ უნდათ, რომ არჩევნების შემდეგ ამ ქვეყანაში რამე ფორმის არასტაბილურობა დაინახონ. მათთვის მთავარია მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიცია… ზოგიერთმა მითხრა, თუ საჭიროა [ბიძინა] ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიები, ამაზეც შეიძლება საუბარიო, რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ცუდად გაიგო, ფიქრობს, რომ ეს დალაგებას ნიშნავს. ვერაფერსაც ვერ დაალაგებს. როგორც ხდება, როცა ასეთი ტიპის გადასვლაა ახალ ეპოქაზე, რაღაცაზე შეიძლება მიიღოს, რაღაც გარანტიები. დღეს არავინ აღარ ფიქრობს იმაზე, რომ ვინც წააგებს ის ყველაფერს წააგებს”, – თქვა მან.
ზურაბიშვილის თქმით, ის თავად ქარადგენს პრემიერობის კანდიდატსა და მთავრობას, რასაც მისივე ინიციატივა, “ქართული ქარტია” ითვალისწინებს. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ამაზე პოლიტიკურ პარტიებთანაც შეთანხმდება.
“ჩვენ ყველას გვესმის, ყველა ამ პარტიას ესმის, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის ეს არის აუცილებელი. ამაზე არავინ წავა, რომ რისკის ქვეშ დააყენოს სტაბილურობა. ამაზე მეც ვარ პასუხისმგებელი. ასევე ვარ პასუხისმგებელი ჩვენს პარტნიორებთან იმაზე, რომ ეს პარტიები ამ საკითხში მონახავენ საერთო ენას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “ქარტიის” პირობებს შეასრულებენ.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.
“ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ “ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, – წერია „ქართულ ქარტიაში“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა