ვახტანგ ძაბირაძე – პრეზიდენტის პოსტიდან ზურაბიშვილი ბევრს ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ თუ ოპოზიციის სერიოზულ დახმარებაზეა საუბარი, უნდა გადადგეს და გააკეთოს კოალიცია

პრეზიდენტის პოსტიდან ზურაბიშვილი ბევრს ვერაფერს გააკეთებს და არც ისე ეფექტური იქნება, როგორც ეს ჩანს. ამიტომ, თუ სერიოზულ დახმარებაზეა საუბარი, ის უნდა გადადგეს და გააკეთოს კოალიცია – ის, რასაც ირაკლი კობახიძე ამბობს, ბოლო ორი თვეში ეს არ მოესწრება, ყველაზე მინიმალური დრო, რაც საჭიროა ასეთი კოალიციის არა მარტო დარეგულირებისთვის, არამედ სერიოზული საარჩევნო კამპანიისთვის, ეს არის მინიმუმ 6 თვე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ დიდი ალბათობით, არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პოსტიდან რაიმე დახმარება რეალურ შედეგს ოპოზიციას არ მოუტანს.
„თუ სერიოზულ დახმარებაზეა საუბარი, მაშინ პრეზიდენტის პოსტიდან ზურაბიშვილი ბევრს ვერაფერს გააკეთებს და არც ისე ეფექტური იქნება, როგორც ეს ჩანს. ამიტომ, თუ სერიოზულ დახმარებაზეა საუბარი, ის უნდა გადადგეს და გააკეთოს კოალიცია. მარტო მასზე ხომ არ არის კოალიციის გაკეთება? კოალიციის გაკეთებას სუბიექტების დათანხმება სჭირდება ანუ ჯერ სამუშაო უნდა ჩაატაროს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბევრი საკითხი იქნება მოსაგვარებელი და შესათანხმებელი, ამის შემდეგ უნდა გადადგეს და ჩაუდგეს სათავეში ასეთ კოალიციას, მაგრამ ის, რასაც კობახიძე ამბობს, ბოლო ორ თვეში არ მოესწრება, ყველაზე მინიმალური დრო, რაც საჭიროა ასეთი კოალიციის არა მარტო დარეგულირებისთვის, არამედ სერიოზული საარჩევნო კამპანიისთვის, ეს არის 6 თვე, როგორც მინიმუმ. თავის დროზე თუ გახსოვთ, როდესაც ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, მას წელიწადზე მეტი დრო ჰქონდა. ზურაბიშვილს დღეს აქვს რეიტინგი, მაგრამ ივანიშვილის მაშინდელი რეიტინგი სალომეს რეიტინგთან… ივანიშვილი, ფაქტობრივად, ღმერთკაცად ითვლებოდა მაშინ მთელი თავისი გაწეული საქველმოქმედო საქმიანობით, თავისი იმიჯით, თუ ყველაფრით. ზურაბიშვილი ასეთი, რა თქმა უნდა, არ არის. ამიტომ მას დრო აუცილებლად დასჭირდება იმისთვის, რომ სერიოზული პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს. ისეთივე თანაფარდი ძალა, როგორც არის, დავუშვათ, დღეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. აი, მათი თანაბარი პოლიტიკური ძალა, რომ შექმნას. აი, ეს არის დღევანდელი რეალობა. პრეზიდენტის პოსტიდან რაიმე დახმარება, რა თქმა უნდა, რეალურ შედეგს ოპოზიციას არ მოუტანს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო