პრემიერი – ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში, პირველ ეტაპზე ქარხანაში 500 ადამიანი დასაქმდება

პროექტი მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, გაუმჯობესდება საგარეო სავაჭრო ბალანსი, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის მდგრადობას და სტაბილურობას, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საწარმოს სრული ციკლით ამოქმედება ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და მეტად კონკურენტული ბაზრის შექმნას, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია.
„ქარხანა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და პირველ ეტაპზე 500 ადამიანს დაასაქმებს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნება.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტი საქართველოში ახალი პროფესიების ჩამოყალიბების, ახალგაზრდობისთვის ახალი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის. შესაბამისად, ეკონომიკურთან ერთად, პროექტს დიდი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში.
მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ „ბლექ სი პეტროლიუმს”, მის ხელმძღვანელობას და ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა

შალვა პაპუაშვილი – ბევრი რამ მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის – ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის

შალვა პაპუაშვილი: ბევრი რამ მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის – ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის

ISW – “ქართული ოცნების” რიტორიკა პირდაპირ ამართლებს რუსულ აგრესიას საქართველოში – აკოპირებს კრემლის პოზიციას 2008 წლის ომზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრებზე და ეხმარება მოსკოვის პრეტენზიებს