ირაკლი კობახიძე – უპრეცედენტო საარჩევნო გარემო გვაქვს, როგორიც წინა წლების განმავლობაში არ გვქონია – თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების, რომლებზეც ხანდახან ოპოზიცია თუ ცალკეული „ენჯეოები“ საუბრობენ

ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო – ასეთი მშვიდი გარემო წინა წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონია – თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების, რომლებზეც ხანდახან ოპოზიცია თუ ცალკეული „ენჯეოები“ საუბრობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო აბსოლუტურად სამართლიანი და კონკურენტული იქნება.
„სინამდვილეში არიან ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას მიეკუთვნებიან. ისინი რეგისტრირდებიან, როგორც ე.წ დამკვირვებელი ორგანიზაციები. თუმცა, იმ ორგანიზაციების მიღმა, რომლებზეც საუბარი იყო და რომლებიც უკვე პარტიულად არიან დაკავშირებული პოლიტიკურ გაერთიანებებთან, ასევე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები ეწოდება, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ISFED – ს და ა.შ. მათაც გამოხატული აქვთ საკუთარი საარჩევნო მიზანი. ეს საარჩევნო მიზანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შემთხვევაში მათ შორის, ანტიკორუფციულმა სამსახურმა და სასამართლომ დაადასტურა. აქედან გამომდინარე, ისინი მიუკერძოებელი დამკვირვებელი ვერ იქნებიან თუმცა ამ ყველაფერს რაიმე არსებითი გავლენის მოხდება საარჩევნო პროცესებზე არ შეეძლება. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო – ასეთი მშვიდი გარემო წინა წლების განმავლობაში არ გვქონია. არის აბსოლუტურად სამართლიანი და კონკურენტული ეს არჩევნები. თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების, რომლებზეც ხანდახან ოპოზიცია თუ ცალკეული ენჯეოები საუბრობენ. შესაბამისად, ასეთ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანოებს არ შეუძლიათ, ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში“, – განაცხადა მ.