პრემიერი – გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა, რამაც ამას ხელი შეუშალა

გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – ის გარე დავალებების საფუძველზე, უმძიმეს დანაშაულებს ჩადიოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ერთმანეთს შეგნებულად უპირისპირებდა სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს.
„პრინციპში, ხელის გულზე დევს მისი ძირითადი დანაშაულები. კიდევ ერთხელ შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო, რეალურად, შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები. მეორე იყო პანკისი, სადაც მოხდა ზუსტად იგივე. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია. გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს მოვლენები. გახარია შეგნებულად უპირისპირებდა ერთმანეთს სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს. ამას აკეთებდა ის სპეციალურად, შეგნებულად, გარე დავალებების საფუძველზე. რაც მან 20 ივნისს გააკეთა, როდესაც წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და მიიყვანა საქმე იქამდე, სადამდეც მიიყვანა, არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი უმძიმესი დანაშაული. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა. თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცველები და ახალგაზრდები, ზოგადად, სახელმწიფო და ადამიანები. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია ჩადიოდა სწორედ დავალებების საფუძველზე. აქედან გამომიდინარე მისთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი არის ძალიან რბილი შეფასება,“ – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენების საკითხი გადაწყდა, თუმცა ამას „რაღაც ამბებმა“ ხელი შეუშალა, მოგვიანებით კი ის პრემიერ-მინისტრად „დაწინაურდა“.
როგორც კობახიძე ამბობს, გახარიას პრემიერად დანიშვნას ორმაგად სასარგებლო იყო ქვეყნისთვის და „ქართული ოცნებისთვის“.
„გარკვეულ ეტაპზე ჩვენ არ გვქონდა გახარიას გადაყენების რესურსი. მე მახსოვს იყო რაღაც მომენტი, როცა გადაწყდა მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული, ასე ვთქვათ, ამბები მოხდა, რამაც ხელი შეუშალა მის გადაყენებას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან. ამის შემდეგ ის დაწინაურდა კიდეც პრემიერ-მინისტრის თაობაზე, რაც ორმაგად სასარგებლო იყო პრინციპში ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის. პირველ ის სარგებელი იყო, რომ ის მოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მას ყველაზე მეტი დანაშაულის ჩადენა შეეძლო უშუალოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ. მეორე სარგებელი რა იყო, ამაზე დღეს არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ეს იყო ორმხრივად სასარგებლო. რეალურად, არ დაწინაურებულა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ამას მოითხოვდა ლოგიკა და სახელმწიფო ინტერესები. მას შემდეგ რაც გახარიამ უარი თქვა მელიას დაკავებაზე, კანონის აღსრულებაზე, მან დატოვა თანამდებობა. ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესებისა, რაც იმ წლების განმავლობაში მოხდა,“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას „გარეწარი“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც უწოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე იმეორებენ და უარესსაც, რის გამოც “მკაცრ სასჯელს იმსახურებენ”.
„არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან [გიორგი გახარია], ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ,“ – განაცხადა ივანიშვილმა.მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა, 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არ იომებდა და მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა