გურამ მაჭარაშვილი – ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში – საბოლოო საკონტროლო გასროლა იქნება ოპოზიციისთვის

ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში – საბოლოო საკონტროლო გასროლა იქნება ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე შესაძლოა თანამდებობა დატოვოს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციას “თავს და ბოლოს ვერ გაუგებს”.
„მე მაინტერესებს, რატომ დადის ზურაბიშვილი, ფორმალური პრეზიდენტი სხვადასხვა ადგილებში ე.წ. ჩვენი ხმა ევროპას ხელმოწერებით? რა მიზანი აქვს ამას? ევროპამ გადაწყვიტა უკვე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ეკუთვნის, საზოგადოებამ იცის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მიდის. ასევე იცის, რომ ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის დამრღვევი და ის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა დამსახურებულად სტატუსიო და ზუსტად ამიტომ დადის, რომ შემდეგ თქვენ კითხვები დასვათ, კობახიძეს დაუსვათ, მე დამისვათ და იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე. თორემ, საქართველოს საზოგადოებას არანაირი ინტერესი ზურაბიშვილთან დაკავშირებით არ გააჩნია. მე ძალიან მომხრე ვარ, რომ ზურაბიშვილი იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. ეს იქნება საბოლოო საკონტროლო გასროლა ოპოზიციისთვის. მე პირადად ძალიან გამიხარდება, რადგან თავს და ბოლოს ვერ გაუგებს, ჯერ პრეზიდენტის ფუნქციები ვერ გაიგო, კონსტიტუციას არღვევდა და ოპოზიციაში, ერთმანეთში რომ ჩხუბობს იქ რას გაარკვევს?! მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო