ირაკლი კობახიძე – ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გზავნილი კონკრეტული ადამიანისგან, ამაზე მეტს ვერ გეტყვით – ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება მოგვიწია იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისა და განადგურებისგან

ზოგადად, ძალიან მძიმე იყო ის პროცესები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ თებერვლის დასაწყისიდან – ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, ვიდრე [უკრაინის] ომი დაიწყებოდა – ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება მოგვიწია იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისგან და განადგურებისგან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს განცხადებას.
მისი თქმით, ამ პროცესების ერთი პატარა გზავნილი იყო ის ეპიზოდი, რომელიც პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან მიიღო.
„ამაზე მეტს ვეღარ ვიტყვი. ჩვენ მაშინვე მივიღეთ ინფორმაცია სგან ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, ძალიან მძიმე იყო ის პროცესები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ თებერვლის დასაწყისიდან – ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, ვიდრე [უკრაინის] ომი დაიწყებოდა. ეს პროცესები ომის დაწყების შემდეგაც გაგრძელდა. ყველაზე მძიმე იყო ის დღეები ომის დაწყებიდან. შესაბამისი შეხვედრები ასევე ინტენსიურად გაგრძელდა მარტში. შემდეგ, გახსოვთ რა მოხდა ივნისში, როცა უსამართლოდ გვითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე და სცადეს რევოლუციის მოწყობა ქვეყნის არევისთვის და ქვეყნის ომში ჩართვისთვის. ეს იყო პროცესები და ამ პროცესების ერთი პატარა გზავნილი იყო ის ეპიზოდი, რომელიც პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან მიიღო. ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება მოგვიწია იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისგან და განადგურებისგან“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ამჟამინდელ თავმჯდომარე და ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა:„3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას ვერ ამოგხოცავენ, შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ, ჩვენ დაგეხმარებით და იქიდან იომეთო“.”რამდენადაც ეს თქვეს, შეიძლება მე ერთი მონაყოლიც გავიხსენო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა, ირაკლი შეეკითხა – კი მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო, 3-4 დღე ალბათო, მერე 3-4 დღის გულისთვის გვღუპავთო?! არა თქვენ 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო, შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. აი ეს იყო რეალობა“, – განმარტა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ