ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს – ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, წუხელ მოკლეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ასევე დაგაინტერესებთ