ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიაზე: დარვინს რომ პოლიტიკურ ევოლუციაზე დაეწერა თეორიები, იდიოადაპტაციასა და დეგენერაციას, გახარიას მიუსადაგებდა

„არადა 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ „ქოსა-ტყუილამ” და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?! ან თუ იცის, რატომ არ ასახელებს?!“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას თაობაზე.

ქადაგიძე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იცის ის 25 ოჯახი ვის ჯიბეშიც მიდის ქართული ეკონომიკა. „ხალხის ძალის“ წევრი კითხვას სვამს, თუ გახარიას აქვს ეს ინფორმაცია, რატომ არ ასახელებს მათ.

„დარვინს რომ პოლიტიკურ ევოლუციაზე დაეწერა თეორიები, იდიოადაპტაციასა და დეგენერაციას, გახარიას მიუსადაგებდა – თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსი იქცეს, ადამიანის მსგავს მაიმუნად… მეო ბატონო, სულ ზეპირად ვიცი ის 25 ოჯახი, ვის ჯიბეშიც მიდის ქართული ეკონომიკაო… არადა 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ „ქოსა-ტყუილამ” და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?! ან თუ იცის, რატომ არ ასახელებს?! რა „ვოზდუხაც” მანამდე იყო, ისეთივე „ჩოილარი” დარჩა ოპოზიციაში!“ – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ