„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, თბილისში, „ქართული ოცნების“ პარტიულ აქციაზე ზეწოლითა და შანტაჟის გზით მიჰყავთ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ხვალ, 23 ოქტომბერს თბილისში, „ქართული ოცნების“ პარტიულ აქციაზე ზეწოლითა და შანტაჟის გზით მიჰყავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში ბრიფინგზე განაცხადეს.
ნიკა ქაშიბაძის მტკიცებით, თუ სტუდენტები “ქართული ოცნების” აქციას არ შეუერთდებიან, პრობლემები შეექმნებათ.
ს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემიის სტუდენტები და ლექტორები, ასევე, სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები სტუდენტებს აიძულებენ, რომ თბილისში გასამართ ღონისძიებას დაესწრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიშნებს არ დაუწერენ, პრობლემას შეუქმნიან სასწავლო პროცესში. ეს ზეწოლაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის სტუდენტები, რომლებიც იძულებული იქნებიან ხვალ იმ ღონისძიებაზე წავიდნენ, ოპოზიციურად არიან განწყობილი და “ქართულ ოცნებას” განაჩენს გამოუტანენ.
რაც შეეხება დაშინებას – იმ უმსგავსო საქციელს, რასაც ბათუმის უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემია კადრულობს, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე მათივე სტუდენტები გასცემენ პასუხს, მათი ყველა ეს მცდელობა იქნება ამაო, რადგან ახალგაზრდებში მასიურად არის გავრცელებული ის აზრი, რომ “ქართული ოცნება” რუსული ძალაა და აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ქვეყნის მომავალი არის ევროპაში და ეს სტუდენტებმა დაამტკიცეს, როდესაც ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაფიცვა ვიხილეთ აჭარის ისტორიაში, როდესაც ბათუმის უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები გაიფიცნენ. მაშინ ლექტორს და აკადემიას სტუდენტების აზრის გათვალისწინება მოუწია, ასევე მოუწევთ 26 ოქტომბერს ჩვენ ქართველმა ხალხმა ავირჩიოთ ევროპა.
ჩვენ ძალიან ხშირად გვქონია ინფორმაცია, რომ სტუდენტებზე ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, რომლებსაც აქციებზე ხედავდნენ, მათ შორის, ოპოზიციურ აქციებზე. ამ უნივერსიტეტებში დასაქმებული სხვადასხვა ლექტორი და ადმინისტრაცია სტუდენტებს ყველანაირად უქმნიან პრობლემებს. მათ ემუქრებოდნენ ოჯახის წევრებით, კერძოდ, ეუბნებოდნენ, რომ მათ მშობლებს სამსახურებიდან გაათავისუფლებდნენ, რაც ახალგაზრდაზე განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს, თუმცა ამის მიუხედავად სტუდენტებში ერთსულოვნება ვნახეთ, როდესაც საქმე ეხებოდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და მჯერა, რომ ზეწოლა, 26 ოქტომბერს არ გაამართლებს”, – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ