ალექსანდრე თვალჭრელიძე – ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება – გადამწყვეტიც

2024 წლის საპარლამენტო ს წინ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ალექსანდრე, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეღაა დარჩენილი. ოპოზიციური სპექტრის უმეტესი ნაწილი ამტკიცებს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე გასაკეთებელია არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის. პრაქტიკულად იმავეს გვეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. მმართველი გუნდის მტკიცებით კი სწორედ ოპოზიცია უშლის ხელს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ოპოზიცია ხელისუფლების საზიანოდ და უამრავ ფაქტსა და ტენდენციას ასახელებს. ვალში არც ხელისუფლება რჩება, მაგრამ მათი არგუმენტები იმ ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე რაც ხელისუფლებას აქვს, სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, დასავლელი პარტნიორები ლამის ერთ ხმაში გვეუბნებიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნისთვის ევროპული გზა არ გაიხსნება, 26 ოქტომბრის არჩევნები არჩევნებია ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის?
თუ კი, – რატომ? და თუ არა, – რატომ არა?
– სანამ უშუალოდ თქვენს კითხვაზე გადავიდოდე, მინდა ორიოდ სიტყვით მიმოვიხილო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სპეციფიკა და ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური გარემო. სხვანაირად ჩემი პასუხი დაუსაბუთებელი იქნება.
ფაქტია, რომ ამ არჩევნების წინ დაძაბულობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, თუნდაც, 2020 წლის არჩევნების დროს. იმედია, სიტუაცია ამ რამდენიმე დღეში დრამატულად არ შეიცვლება. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენში ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა ევროპისგან, სადაც მივისწრაფვით, ჯერ კიდევ შორს ვართ. მხედველობაში მაქვს ის მუქარის ენა, რომელიც პოლიტიკური აქტიორების ნარატივში დევს, ის რევანშიზმის სულისკვეთება.
ჩვენში ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა ევროპისგან, სადაც მივისწრაფვით, ჯერ კიდევ შორს ვართ. მხედველობაში მაქვს ის მუქარის ენა, რომელიც პოლიტიკური აქტიორების ნარატივში დევს, ის რევანშიზმის სულისკვეთება
არიქა მოვალ, ან დავრჩები ხელისუფლებაში და ყველას დაგიჭერთ, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია. ამ თვალსაზრისით, მგონია, რომ წლევანდელი არჩევნები 2012 წლის არჩევნების სარკისებრი ანარეკლია. სწორედ ანარეკლი და არა გამეორება. სარკე ხომ სიმეტრიას ცვლის – მარჯვენა მხარე სარკეში მარცხენაა და პირიქით. ამ თვალთახედვით მგონია, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა სახე იცვალეს: მოხდა „ქართული ოცნების“ განაცება და „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცება.
პოლიტიკურმა ოპონენტებმა სახე იცვალეს: მოხდა „ქართული ოცნების“ განაცება და „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცება
სწორედ მმართველმა პარტიამ, რომლის ლიდერი 2012 წელს აცხადებდა, რომ სურს ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული ევროპული დემოკრატიის აშენება, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით გადაუხვია ევროპისკენ მიმავალ გზას და აბსურდული ბრალდებებით თავს ესხმის დასავლურ დემოკრატიებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მონაპოვარია ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია. აპრილის დასაწყისში მე „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარებოდა. ოპოზიცია ხელმოცარული და იდეებს მოკლებული ჩანდა. მმართველი პარტიის ჩემთვის სრულიად გაუგებარმა და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულმა დემარშებმა სრულიად შეცვალეს სოციალურ-პოლიტიკური ვითარება.
ჩემთვის გაუგებარი მიზეზით გადაუხვია ევროპისკენ მიმავალ გზას და აბსურდული ბრალდებებით თავს ესხმის დასავლურ დემოკრატიებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მონაპოვარია ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია
ჯერ ერთი, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ხელით შეუქმნა ოპოზიციას პოლიტიკური დღის წესრიგი და გაუჩინა ძალიან ძლიერი პოლიტიკური ლოზუნგი: „ჩვენ ევროპა გვინდა“. მეორეც, სწორედ ხელისუფლებისა და მისი ლიდერის ქმედებამ წარმოშვა ოპოზიციის კორპორაციული გაერთიანებისთვის საჭირო არე. მესამეც, გაჩნდა კოალიციური საპარლამენტო უმრავლესობისა და, შესაბამისად, მთავრობის შექმნის საკმაოდ რეალური შესაძლებლობა.
ამ თვალსაზრისით, ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია. ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას. სხვა არაფერი. მაგრამ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება – გადამწყვეტიც.
ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია. ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას. სხვა არაფერი. მაგრამ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება – გადამწყვეტიც
„ქართულმა ოცნებამ“ კი ერთი შეხედვით ნებისმიერი პოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა მოიკვეთა. სწორედ ამიტომ მისთვის ოპოზიცია, პარტიებს შორის არსებითი მსოფლმხედველური განსხვავებების მიუხედავად, მთლიანად „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“ და მოღალატე.
მმართველი გუნდის მეორე ლოზუნგია მშვიდობა და ომის სინდრომი. თითქოს ოპოზიცია სანგრებს თხრიდეს. მერწმუნეთ, ოპოზიციურ ფრთაზე ხმების სიმეტრიული განაწილების შემთხვევაში ომის ალბათობა ისეთივე დარჩება, როგორც ახლაა. და კიდევ ერთი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ძალიან მცირე გამონაკლისით, საკუთარი პიროვნულობა, მრწამსი, იდეები, თუნდაც ჭკუა საერთოდ არ გააჩნიათ – რასაც იტყვის პარტიის ლიდერი, იმასვე მეტ-ნაკლები ნიჭიერებით იმეორებენ. მე მათ გამონათქვამებს თქვენი სააგენტოს ახალ ამბებშიც აღარ ვკითხულობ, ტელევიზორის ყურება კი საერთოდ დროის კარგვაა – ახალს მაინც ვერაფერს გაიგებ. მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. რამდენიმე ზომიერი აქტიური ფიგურა საერთოდ დადუმდა. სახელებს არ ვასახელებ. ისედაც მიხვდებით.
ახლა კი თქვენ კითხვას დავუბრუნდები. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული საგარეო პოლიტიკა ტაქტიკურ და არა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ვიმეორებ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით, ამით არჩევნებში გამარჯვებას ფიქრობს. ამიტომ ჩვენი არჩევანი უკვე დაღლილ, იგივე სახეებით დაკომპლექტებულ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიას შორის უნდა გავაკეთოთ, რომელმაც ჩვენ პოლიტიკურ გარემოს ახალი სიო შეიძლება შემატოს.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული საგარეო პოლიტიკა ტაქტიკურ და არა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ვიმეორებ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით, ამით არჩევნებში გამარჯვებას ფიქრობს. ამიტომ ჩვენი არჩევანი უკვე დაღლილ, იგივე სახეებით დაკომპლექტებულ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიას შორის უნდა გავაკეთოთ, რომელმაც ჩვენ პოლიტიკურ გარემოს ახალი სიო შეიძლება შემატოს
კიდევ ერთს დავამატებ. დემოკრატიული საზოგადოება ძალაუფლების გადაცემას ეყრდნობა. სწორედ ახალ პოლიტიკურ აქტიორებს მოაქვთ ახალი იდეები და საზოგადოების განვითარება ამას ეფუძნება. სხვანაირად სტაგნაცია გველის, რომელიც კარგად 80-90-იან წლებში ვიგემეთ.
– ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების თქმით, მმართველმა გუნდმა ბევრი ისეთი საკამათო ნაბიჯი გადადგა, რომელთა გადადგმა ავტორიტარულ, ან ნახევრად ავტორიტარულ ქვეყნებშია შესაძლებელი.
აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით მმართველი გუნდის ანტიდასავლური რიტორიკა, როგორც მინიმუმ, ისეთი არადემოკრატიული განცხადებები გააკეთა, დიქტატორებსაც კი შეშურდებოდა. მხედველობაში მაქვს განცხადებები იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ და როგორც თავად
ამბობენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ გაანადგურებდა, ან აკრძალავდა. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ „ძველ ნიშნულს დაუბრუნდება -საქართველოსა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები.“
ხელისუფლების ამგვარი მტკიცების არგუმენტი კი ასეთია – „არანაკლებ სჭირდება აშშ-სა და ევროპას საქართველო, როგორც საქართველოს აშშ და ევროკავშირი“. „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეძლოს აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგება?
– საგარეო პოლიტიკა ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. თუ ერთხელ მაინც შენ დანაპირებს არ შეასრულებ, ნდობა და პატივისცემა იკარგება. ასეთ შემთხვევაში ქართულ-ამერიკული და ქართულ-ევროპული ურთიერთობები ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება.
ქართულ-ამერიკული და ქართულ-ევროპული ურთიერთობები ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება
გაიხსენეთ ჰერაკლიტეს სიტყვები: „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“. აშშ-სა და ევროკავშირს კი საქართველოზე მეტად ჭირდება…
– არჩევნებამდე ასეთი სურათი გვაქვს. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, „ქართულ ოცნებას“, „ერთობა-„ნაცმოძრაობას“, „ლელო – ძლიერ საქართველოს“, „გახარიას – საქართველოსთვის“, გვარამია-მელია- გირჩი-მეტ თავისუფლებას“. არჩევნებში 19 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. კვლევებით ზოგს ახლაც აქვს 5-% ბარიერის გადალახვის შანსი, უმეტესობას ასეთი შანსი არც ახლა აქვს და, როგორც ჩანს, არც მერე ექნება.
„ქართულ ოცნება“ არც ერთ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან არ აპირებს პარლამენტში თანამშრომლობას, ვისაც მეტ-ნაკლებად აქვს 5-%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. იგი ყველა ამ პოლიტიკურ ჯგუფს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს. ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებული „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი პარტიებიც არ აპირებენ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ მთავრობის შესაქმნელად სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან დასჭირდა თანამშრომლობა, ამის გაკეთებას, ვერ შეძლებს.
არადა, 30 წლიანმა პრაქტიკამ ცხადად დაგვანახა, რომ იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რაც საქართველოს სსრკ-ს დროს ჰქონდა. მხედველობაში მაქვს ერთპარტიული მმართველობა, შემდეგ კიდევ ასევე ერთპარტიული მმართველობა, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა კოალიციურ მთავრობაზე ფიქრი. მაგრამ არამედ „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია უარი აქვს ნათქვამი.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთ ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ჯგუფთან არ დაიტოვა სათანამშრომლო გზა?
– ხომ ვთქვი, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები ჩემთვის გაუგებარია. ირაკლი მ კი ბრძანა, რომ ბატონი ს გათვლები მრავალშრეებრივია და ძალიან დახვეწილი, მაგრამ თუ არჩევნებში გამარჯვება გინდა, შენი ნაბიჯები ამომრჩევლისთვის გასაგები უნდა იყოს.
ამიტომ მიმაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“, რომელიც ჩემი აზრით 50%-ს ვერ დააგროვებს, ძალაუფლების რაღაც დოზით შენარჩუნების მიზნით სიტყვას გატეხავს და ერთგვარი ალიანსის შექმნას შეეცდება. როგორ და რა გამოუვა, სხვა საკითხავია.
მიმაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“, რომელიც ჩემი აზრით 50%-ს ვერ დააგროვებს, ძალაუფლების რაღაც დოზით შენარჩუნების მიზნით სიტყვას გატეხავს და ერთგვარი ალიანსის შექმნას შეეცდება. როგორ და რა გამოუვა, სხვა საკითხავია
– საქართველოში აქამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე რომ ტემპერატურა იმატებდა ხოლმე, ეგ გასაკვირი არაა, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობის საარჩევნო უბნებთან მიყვანა. მაგრამ, 2024 წლის არჩევნები ამ თვალსაზრისით რომ გამორჩეულია, ფაქტია. სახელისუფლებო და ოპოზიციური ფლანგის პროპაგანდამ იმდენი იღვაწა, ნათლად ჩანს, რომ ამომრჩევლების უმეტესობა სწორედ ამ ორივე მხარის პროპაგანდისტული ენით მეტყველებს. სამწუხაროდ, ამ ენით ახლა საუბრობენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც კი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს „სააზროვნო სივრცე“ ქვეყანაში აღარც კია დარჩენილი.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, პოსტსაარჩევნო არითმეტიკას აზრიც აღარ აქვს, რადგან, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებულ მოქალაქეებში ერთმანეთის მიუღებლობა საკმაოზე მეტადაც კი მაღალია. ამგვარი ვითარება გაიძულებს იმაზეც დაგაფიქროს, რეალურად, როგორია ან ხელისუფლების, ანაც ოპოზიციის ამომრჩეველი. მოდით, ხელისუფლების ამომრჩევლით დავიწყოთ. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ევროკავშირიც უნდათ, მაგრამ, აშკარად სსრკ-ს ნოსტალგიაც აქვთ. გამოირჩევიან ანტიამერიკული და ანტიდასავლურ რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელ ნარატივების ხშირი გამეორებით. რეალურად რა უნდათ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს? სავარაუდოდ, როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს?
– ნაწილობრივ მაინც, მეც აკადემიური წრეების წარმომადგენელი ვარ, მაგრამ აზროვნება და ნარატივი არ შემიცვლია. სერიოზულად კი, „ქართული ოცნების“ ძირითადი ამომრჩეველია ს მიერ გაციხებული, ნაწამები, გონებაწართმეული ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯას სამართლიანობის აღდგენასთან აიგივებენ. სწორედ ამ ადამიანებზე დადო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ფსონი და სწორედ ამან „ქართული ოცნების“ ნარატივის რადიკალიზაცია განაპირობა.
„ქართული ოცნების“ ძირითადი ამომრჩეველია მიხეილ სააკაშვილის მიერ გაციხებული, ნაწამები, გონებაწართმეული ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯას სამართლიანობის აღდგენასთან აიგივებენ. სწორედ ამ ადამიანებზე დადო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ფსონი და სწორედ ამან „ქართული ოცნების“ ნარატივის რადიკალიზაცია განაპირობა
ვერ გეტყვით, როგორ ხედავენ ეს ადამიანები მომავალს. მათთვის მთავარი რევანშია.
– ოპოზიციის უმეტესობის საარჩევნო სურვილები მეტად ცხადი და გასაგებია. მათი უმეტესობა ეწინააღმდეგებოდა „ უცხო ქვეყნის გავლების გამჭვირვალეობის“ კანონს. მტკივნეულად რეაგირებდა ხელისუფლების მისამართით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების კრიტიკაზე.
რეალურად, რა უნდათ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის ამომრჩევლებს? როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს?
– ოპოზიციის ამომრჩეველი გაცილებით ნაკლებად სტრუქტურირებულია. აქ გვხვდება მიხეილ სააკაშვილის პარტიზანები, სხვადასხვა პარტიების კეთილმოსურნეები, მაგრამ უმეტესობა უბრალო მოქალაქეებია, რომლებთაც ცვლილებები სწყურია.
ხომ ვთქვი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ძირითადი ლოზუნგი აჩუქა და ვინაიდან ევროპული ტრენდის გააზრებული და გაუაზრებელი გულშემატკივრის რაოდენობა საქართველოში დიდია, ეს ადამიანები დიდი ალბათობით ოპოზიციას გვერდზე დაუდგებიან. სწორედ ამ ტრენდის განეიტრალების მცდელობაა „ქართული ოცნების“ რევანშისტული იდეა.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ძირითადი ლოზუნგი აჩუქა და ვინაიდან ევროპული ტრენდის გააზრებული და გაუაზრებელი გულშემატკივრის რაოდენობა საქართველოში დიდია, ეს ადამიანები დიდი ალბათობით ოპოზიციას გვერდზე დაუდგებიან. სწორედ ამ ტრენდის განეიტრალების მცდელობაა „ქართული ოცნების“ რევანშისტული იდეა
– არჩევნებში სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი იღებს მონაწილეობას. დამკვირვებელთა უმეტესობის ვარაუდით, უმეტესი მათგანი 5-%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. რა უნდათ და რა როლი შეიძლება ითამაშონ ამ არჩევნებში მონაწილე იმ პარტიებმა, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ?
– არჩევნებიდან არჩევნებამდე მონაწილე პარტიების ოდენობა კანონზომიერად მცირდება. ესეც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე მეტყველებს. სულ ათიოდე წლის წინ ქართული პოლიტიკური სპექტრი იყო ჭრელი, არაერთგვაროვანი და გაუნათლებელი. კომპლექტდებოდა პრინციპით: „რატომ ის და არა მე“.
დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ფენის მტკივნეული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ შეუქცევადი წარმოქმნისა და განვითარების პროცესს. ამ პროცესში ახალგაზრდებიც ერთვებიან და მას, ჩემი აზრით, ერთგვარ კეთილშობილებას მატებენ. მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები არარეიტინგული პარტიების ბოლო მცდელობაა.
დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ფენის მტკივნეული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ შეუქცევადი წარმოქმნისა და განვითარების პროცესს. ამ პროცესში ახალგაზრდებიც ერთვებიან და მას, ჩემი აზრით, ერთგვარ კეთილშობილებას მატებენ. მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები არარეიტინგული პარტიების ბოლო მცდელობაა
– არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვაშინგტონიდან და ევროპიდან საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ კრიტიკული გზავნილები მიიღო.
კრიტიკული შენიშვნების ჩამონათვალი იმდენად გრძელია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი საფიქრალი ახლა უკავშირდება იმას, აღიარებს თუ არა ევროპა და აშშ-ს საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას. ეს ის შემთხვევაა, როცა არალეგიტიმური საქართველოს ხელისუფლება არც დასავლეთის და არც რუსეთის ინტერესებში არაა.
ამ თვალსაზრისით, დღეისათვის, რეალურად, 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურად აღიარების, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს? – შეიძლება სრული მიამიტი ვარ, მაგრამ არჩევნების შედეგების მასიური ფალსიფიცირების შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ.
არჩევნების შედეგების მასიური ფალსიფიცირების შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ. . . არჩევნების შემდეგ აყალ-მაყალი, რასაკვირველია, იქნება, მაგრამ, იგი ნელ-ნელა ჩაცხრება. თუმცა, ვნახოთ
მიმაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიებიც გულზე ხელდაკრეფილები არ არიან, ისინიც კარგად იცნობენ საარჩევნო ტექნოლოგიების ყველა ნიუანსს და ამიტომ გაყალბების შემთხვევაში ხმას ამოიღებენ. საერთაშორისო დამკვირვებელიც მრავლადაა. მიმაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ აყალ-მაყალი, რასაკვირველია, იქნება, მაგრამ, იგი ნელ-ნელა ჩაცხრება. თუმცა, ვნახოთ.
– მმართველი გუნდის მტკიცებით, ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებს „არ მოაპარვინებს“.
რუსეთის დაზვერვის უფროსმა ბატონმა პატრუშევმა, ამას წინათ საქართველოს თემაზე ვრცლად ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს,, მაგრამ, ისიც თქვა, რომ დასავლეთი საქართველოში რევოლუციისთვის ემზადება. მან ასევე პრაქტიკულად გვითხრა ირიბად, რომ რუსეთი საქართველოშია და სიტუაციას აკონტროლებს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ გადაინაცვლებს?
მოსკოვისთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ძალის გამოყენებით არ ჩაერევა? თუ კი, სავარაუდოდ, როგორ?
– ისეთ კითხვებს მისვამთ, რომლებსაც ც ვერ უპასუხებდა. ყველაფერი არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. დამისვით ეს კითხვა 27 ოქტომბერს.
ღმერთმა დაგვიფაროს რევოლუციისგან. ახლა რევოლუცია ხავერდოვანი არ იქნება, სისხლი დაიღვრება
ისე, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ქუჩის აქციები, თანაც წინმსწრები რეჟიმით, იქნება, მაგრამ მათ დრამატული ხასიათი არ ექნება. ღმერთმა დაგვიფაროს რევოლუციისგან. ახლა რევოლუცია ხავერდოვანი არ იქნება, სისხლი დაიღვრება.
– რა როლის შესრულება შეუძლია პრეზიდენტ ზურაბიშვილს იმისთვის, რომ არჩევნებმა და არჩევნების შემდეგ პროცესებმა ქვეყანაში მშვიდად და უმტკივნეულოდ ჩაიაროს?
– პრეზიდენტ ს როლი უზარმაზარი, გადამწყვეტიც შეიძლება აღმოჩნდეს. მთავარია ხალხმა დაუჯეროს. ქალბატონი სალომე დასავლური ღირებულებების მატარებელია.
იმედია, ესსაქართველოსამომრჩეველსკარგადესმის. აქძალიანმნიშვნელოვანიამისჩარევასსნაიპერულისიზუსტეჰქონდეს. არჩევნებისწინმეტსარაფერსვიტყვი.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლი უზარმაზარი, გადამწყვეტიც შეიძლება აღმოჩნდეს. მთავარია ხალხმა დაუჯეროს. ქალბატონი სალომე დასავლური ღირებულებების მატარებელია
– ახლა ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, საინტერესოა თუ როგორ განვითარდება პროცესები არჩევნების შემდეგ, ანუ 27 ოქტომბერს.
არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში რას ურჩევდით საქართველოს მოქალაქეებს?
– პრინციპულობას, სიმშვიდეს და გამჭრიახობას. უნდა იმოქმედონ პრაგმატულად, ჭკუით და არ აჰყვნენ ემოციებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გზავნილი კონკრეტული ადამიანისგან, ამაზე მეტს ვერ გეტყვით – ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება მოგვიწია იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისა და განადგურებისგან

პრემიერი – გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა, რამაც ამას ხელი შეუშალა