“ბაიერნის” პირველი შენაძენი ზამთარში – სარაგოსა მიუნხენს 2024 წლის ზაფხულს მიაშურებს

El Chiringuito-ს ინფორმაციით, “ბაიერნმა” “გრანადას” 22 წლის ვინგერი ბრაიან სარაგოსა 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით მის ამჟამინდელ კლუბში დარჩება და მიუნხენურ გრანდს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდება.
სარაგოსამ მიმდინარე ლა ლიგაში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. ლუის დე ლა ფუენტემ მას ეროვნულ ნაკრებშიც უხმო და შოტლანდიასთან დაპირისპირებაში “ფურია როხაში” დებიუტიც ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში