,, მიბაძეთ თქვენს მთავრობას” – ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, :
,,ქართული ოცნების ამომრჩეველს, ვისაც გიჭირთ სწორი არჩევანის გაკეთება, აირჩიეთ თქვენი შვილებისთვის იგივე რასაც თქვენი მაღალჩინოსნები ირჩევენ… მათი შვილები ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას. არიჩიეთ თქვენი ოჯახებისთვის იგივე რასაც მთავრობის წევრების ოჯახები ირჩევენ – მათი ცოლები ევროპულ და ამერიკულ ჰოსპიტლებში მშობიარობენ, თვითონაც და მათი ოჯახის წევრებიც უცხოეთში იღებენ სამედიცინო დახმარებას, იქ ისვენებენ და მეტიც სახლებსაც ყიდულობენ ალბათ უზრუნველი სიბერის გასატარებლას. ჰოდა მიბაძეთ თქვენს მთავრობას. საკუთარი ოჯახებისთვის ისინი ირჩევენ ევრო-ამერიკულ განათლებას, ჯანდაცვას, ცხოვრების პირობებს, იყავით გონიერები და აირჩიეთ თქვენც საუკეთესო – ევროპული საქართველო. სახლში ექნებათ თქვენს შვილებს ევროპული უნივერსიტეტებიც და სამშობიაროებიც.”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული