“არ მაინტერესებს, თუ მას სხვაზე ნაკლები ტიტული აქვს, ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოა” – ანა მარია მარკოვიჩმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა

მსოფლიოს ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალმა ფეხბურთელმა ხორვატმა ანა მარია მარკოვიჩმა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა. მან Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა:
“კრიშტიანო რონალდო ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, ის ძალიან დისციპლინირებულია. მის გამო ვთამაშობ ფეხბურთს და ვატარებ მე-7 ნომერს.
პორტუგალიელი ჩემთვის მოტივაციის წყაროა. არ მაინტერესებს, თუ ვისმეს მასზე მეტი ტიტული აქვს. ის ჩემთვის GOAT-ია (ყველა დროის საუკეთესო) და ყოველთვის ასე იქნება”, – თქვა მარკოვიჩმა.