ალექსანდრე წულაძემ ლანჩხუთში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სამინისტროს ცნობით, ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გახსნა.
უწყების ნობითვე, მინისტრი სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ახალ გარემოში სწავლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.
„800 მოსწავლეზე გათვლილი ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი ფუნქციონირებს.
სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევა ბევრჯერ გვინახავს – ჩარევებით ყოველთვის რუსეთი გამოირჩეოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტარტი რუსეთისგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა გადაიღეს

ჯემალ გამახარია – აფხაზეთში მოქმედი 6 ბანკი აპროტესტებს რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც დე-ფაქტო პარლამენტში იხილება და რომელიც აფხაზეთში რუსული ბანკების ფილიალების შექმნას გულისხმობს

გურამ მაჭარაშვილი – მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ!