ველი, რომ იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში –

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს იწყებს – ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ნახევარ საათში პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანის ორმხრივი მოლაპარაკება დაიწყება. მთავარი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.
დღესვე გაიმართება ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. “არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სჭირდება ნატო-ში გაწევრიანება და ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია,” – ამბობენ საპარლამენტო დელეგაციაში.
„შეხვედრა გვექნება გენერალური მდივნის მოადგილესთან. კომისიის შეხვედრაზე მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ნატო-ს წევრ ქვეყნების წარმომადგენლებს, გვქონდეს დისკუსია საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე ნატო-ში და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადად, არსებულ უსაფრთხოების გარემოზე რეგიონში, საქართველოში. მოველი, რომ იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ნატო-საქართველოს კომისიაში.
2022 წელს იანვარში ჩემი პირველი ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში სწორედ ბრიუსელში, ნატო-ს სათაო ოფისში განხორციელდა ნატო-საქართველოს კომისიაში მონაწილეობის მისაღებად. ეს იყო მანამდე, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ მაშინდელ დისკუსიებს გავიხსენებთ და შესაძლებლობა გვექნება, რომ ვისაუბროთ, როგორ გაიარა საქართველომ ეს პერიოდი და როგორ შევინარჩუნეთ უსაფრთხოების გარემო იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე ნატო-სთვისაც უსაფრთხო დერეფნის შენარჩუნებას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნის სახით,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს