თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის, სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს.
“ჰიმნი შეგვესრულებინოს ყოველთვის გამარჯვებისთვის და გამარჯვების შემდეგ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ჰიმნი აქცია-კონცერტზე შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად შეასრულა.
ცნობისთვის, მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები აქვთ.
მარშის შემაჯამებელი ღონისძიება სწორედ თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და . კონცერტი თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციისთვისაც იყენებენ – ტანკერებიდან დრონების გაშვების შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით