თავისუფლების მოედანზე მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მიმდინარეობს

მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.
კერძოდ, მარშს უკვე შეუერთდნენ გმირთა მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ევოკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები აქვთ.
მარშის შემაჯამებელი ღონისძიება სწორედ თავისუფლების მოედანზე შედგება. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და . კონცერტი თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციისთვისაც იყენებენ – ტანკერებიდან დრონების გაშვების შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით