საფეხბურთო კლუბ „ბენფიკას“ და ლუის ფილიპე ვიეირას კორუფციასა და თაღლითობაში ედებათ ბრალი

სპორტული სააქციო საზოგადოება „ბენფიკა“ (Benfica SAD), მის ყოფილ პრეზიდენტ ლუის ფილიპე ვიეირასთან ერთად, პროკურატურამ რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის, კორუფციასა და საგადასახადო თაღლითობაში დაადანაშაულა. საინფორმაციო სააგენტო Lusa-მ შესაბამის განკარგულებაზე წვდომა სამშაბათს, 15 ოქტომბერს მიიღო.
„ბენფიკასა“ და ლუის ფილიპე ვიეირას გარდა, აღნიშნული ბრძანება ასევე შეეხება კლუბის ყოფილ იურიდიულ მრჩეველს, პაულო გონსალვესს და საფეხბურთო კლუბ „სეტუბალის ვიტორიას“ (SAD Vitoria de Setubal), მაგრამ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს „წითლების“ („ბენფიკას“ მეტსახელი – რედ.) ამჟამინდელ პრეზიდენტს, რუი კოშტას.
წაყენებული ბრალდების თანახმად, ლუის ფილიპე ვიეირამ შეიმუშავა სქემა, რომლის მიზანი იყო სპორტული სამართლიანობის პრინციპებისთვის გვერდის ავლა და სხვა კლუბების გაკონტროლება, რათა „ბენფიკას“ მათთან მატჩებში წარმატების მიღწევა გაადვილებოდა.
სასამართლო პოლიციამ გამოძიების პროცესში, რომელიც 2016-2019 წლებში ჩატარდა, შეისწავლა „ბენფიკა“-„სეტუბალის ვიტორიას“ მატჩი და დაასკვნა, რომ ლისაბონურმა კლუბმა მოწინააღმდეგე გუნდის ზოგიერთი მოთამაშის სავარაუდოდ განზრახ ცუდი თამაში თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
1tv.ge