უკრაინა მობილიზაციის ასაკს არ დაწევს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლელმა პარტნიორების ნაწილმა მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე დაწევა შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტი ცვლილების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
“დიახ, პარტნიორებს სურდათ, რომ მობილიზაციის ასაკი დაწეულიყო. ჩვენთან მობილიზაციის ასაკი 25 წელს შეადგენს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ ცვლილებების საჭიროებას”. – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “დღეს მობილიზაციის ასაკის შემცირება საშიშროებას წარმოადგენს”.
“ამისთვის სხვა ინსტრუმენტი გაგვაჩნია. თავდაცვის სამინისტროს აქვს კონტრაქტი და ნებისმიერ 25 წლამდე ადამიანს შეუძლია საკუთარი ნებით მოაწეროს კონტრაქტს ხელი”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, სერჰი ლეშენკომ თქვა, რომ -ს როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტია ზელენსკის მობილიზაციის ასაკის 25-დან 18 წლამდე დაწევას სთავაზობს.