გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში – 14 – 20 ოქტომბერი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში 14-20 ოქტომბრის განმავლობაში
ეროვნულმა ბანკმა რეკორდული მოცულობის ინტერვენციები განახორციელა
16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა. ამ თანხიდან ბაზარმა 64.9 მილიონი დოლარი აითვისა. სებ-მა წინა ინტერვენცია 8 ოქტომბერს განახორციელა, რომელზედაც 48.5 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად მხოლოდ მიმდინარე თვეში ინტერვენციების გზით ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113.4 მილიონი დოლარი გაყიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბაზარზე გამოტანილი 70 მილიონი დოლარი და რეალიზებული 64.9 მილიონი დოლარი რეკორდულ ინტერვენციას წარმოადგენს.