მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 1 000 000 მიწის ნაკვეთია დარეგისტრირებული

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 1 500 000 და უკვე დარეგისტრირდა 1 000 000 მიწის ნაკვეთი. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იუწყება.
უწყების ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში 1 000 000 ადამიანი გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
შეგახსენებთ, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საქართველოში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან მიმდინარეობს. მიწის ნაკვეთების აზომვა-რეგისტრაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უსასყიდლოდ 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, , ქუთაისი, რუსთავი, .
გეგმის მიხედვით, მიწის რეფორმა 2025 წლის 1-ლი იანვარს უნდა დასრულდეს.