რუმინეთმა მოიერიშე თვითმფრინავები აუშვა ცაში დაუდგენელი ობიექტის გამო

რუმინეთმა წუხელ ღამით თავისი ოთხი მოიერიშე თვითმფრინავი აუშვა ცაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ ქვეყნის სივრცე დაარღვია დაუდგენელმა ობიექტმა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროსთან.
სამხედრო სარადარო სისტემებმა ტულჩის რაიონის მიმართულებით მიმავალი მცირე მფრინავი ობიექტი (შესაძლოა დრონი) აღმოაჩინეს, აღნიშნა თავდაცვის სამინისტრომ. გამანადგურებლების პილოტები ვიზუალურად არ დაჰკვირვებიან დრონს, ნათქვამია შეტყობინებაში. ამის შემდეგ სიგნალი დაიკარგა.
რუმინეთში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა ერთი კვირის განმავლობაში. წინა შემთხვევის შესახებ იტყობინებოდნენ 17 ოქტომბერს, როდესაც რადარმა მცირე მფრინავი ობიექტი დააფიქსირა დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე, საპორტო ქალაქ კონსტანცის რაიონში, რომელიც ასევე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს.
წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც რუმინეთის საჰაერო სივრცეში ს უპილოტო საფრენი აპარატები შეიჭრნენ შავი ზღვისა და დუნაის გასწვრივ მდებარე უკრაინის სამიზნეებზე თავდასხმების დროს.
რუმინეთს, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, სთან აქვს საერთო საზღვარი, რომლის სიგრძე 650 კილომეტრია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ რუხაძე: მიყვარს ჩემზე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები… გუნდური მოთამაშე ვარ… მიყვარს სხვისი წარმატება და არასოდეს ვარ ჩასაფრებული, რადგან უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც თავად ვერაფერს აკეთებს!