სასწრაფოს შენობიდან კატის გამოსახლების საწინააღმდეგოდ 62 000 ხელმოწერა შეგროვდა

კატამ ლონდონის სასწრაფო დახმარების სადგურში ჯერ კიდევ კნუტობისას დაიდო ბინა, მას შემდეგ, რაც 16 წლის წინ, ის მაშველებმა გადაარჩინეს.

კატას გამოსახლების საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც სამსახურის მენეჯმენტი შეიცვალა; თუმცა, სოციალური ქსელების მეშვეობით, მალევე შეგროვდა 62 000 ხელმოწერა გამოსახლებისგან მის დასაცავად.

ახალმა მენეჯმენტმა საზოგადოების თხოვნა გაითვალისწინა და კატა კვლავ სასწრაფო დახმარების სადგურში განაგრძობს ცხოვრებას.
წყარო: რუსთავი 2