ჩათვალეთ, რომ ამ არჩევნებზე საქართველოს უმრავლესობა არჩევანს აკეთებს „ქართულ ოცნებასა“ და ევრობიუროკრატიის იმ ნაწილს შორის, რომელიც ამერიკული პროტექტორატის ქვეშ იმყოფება

ჩათვალეთ, რომ ამ არჩევნებზე საქართველოს უმრავლესობა არჩევანს აკეთებს „ქართულ ოცნებასა“ და ევრობიუროკრატიის იმ ნაწილს შორის, რომელიც ამერიკული პროტექტორატის ქვეშ იმყოფება
გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა მომავალი ს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რეალურად არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა და ეს ძალიან, ძალიან სერიოზული გზაჯვარედინია. უცნაური ის არის, რომ საღი არჩევანის გაკეთების უნარი ყველას არ ექნება, ესაა ყველაზე ცუდი. ჩვენ რა ზღვართან მივდივართ, იცით? სადაც რეალურად საქართველოს მოსახლეობას თავისი არჩეული „ქართულ ოცნებით“, უპირისპირდება ევრობიუროკრატიის ის ნაწილი, რომელიც ამერიკული პროტექტორატის ქვეშ იმყოფება.
ჩათვალეთ, რომ დღეს ამ არჩევნებზე საქართველოს უმრავლესობა არჩევანს ჩვენსა და ევრობიუროკრატიის იმ ნაწილს შორის აკეთებს. არ ვთქვათ, რომ „ნაცები“ და მათი განაყოფები! არა, ჩვენ მათთან ვართ დაპირისპირებაში. ეს რეალობაა. ჩვენ და ის გარე ძალა, რომელიც ევრობიუროკრატიის ნაწილს წარმოადგენს“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ