გათხევადებული აირების იმპორტის 97,6% რუსეთიდან განხორციელდა

გათხევადებული აირების იმპორტის 97,6% დან განხორციელდა, – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,5 ათასი ტონა, ხოლო გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა – 8,76 ათასი ტონა.
„2024 წლის სექტემბრის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,5 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,4 ათასი ტონა) შედარებით. მ/წლის სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან – 11,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 86,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი – 1,7 ათასი ტონა (12,6%); აზერბაიჯანი – 0,1 ათასი ტონა (0,7%).
2024 წლის სექტემბრის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 8,76 ათასი ტონა, რაც 3,82 ათასი ტონით ანუ 77,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,94 ათასი ტონა) შედარებით. მ/წლის სექტემბერში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 97,6% (8,55 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან“, – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.