საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკური აქტივობის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკური აქტივობის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს.
მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის სექტემბრის თვის შედეგები.
“ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%- 6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას უფრო დაბალ ინტერვალში, 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, აგვისტოსთან შედარებით, მკვეთრად მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-2%-ის ფარგლებში, ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. კერძოდ, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 0%-2%-ის მიდამოში ვარაუდობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას შემცირების ინტერვალში, -10%-0%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, სექტემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია”, – ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს – პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც შეშურდებოდა მათი