სანდრო მამუკელაშვილმა საგამოფენო მატჩები დაასრულა. “სან ანტონიო სფურსმა” ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა “ჰიუსტონ როკეტსთან” გამართა და დიდი სხვაობობით – 107:129 დამარცხდა.
სანდრო თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ქართველმა კალათბურთელმა მეტოქის ფარს თამაშიდან 9-ჯერ შეუტია, ქულები კი პერიმეტრიდან სროლით მოიპოვა (3-6). მამუკელაშვილს საჯარიმო არ უსვრია, თავად კი 3-ჯერ დაჯარიმდა.
“ჰიუსტონის” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ჯეილენ გრინმა (30 ქულა), ალპერენ შენგიუნმა (21 ქულა, 10 მოხსნა) და ამენ ტომპსონმა (18 ქულა) შეიტანეს, “სან ანტონიოს” კი 16 ქულით სტეფონ კასლმა ულიდერა. 15-15 ქულით
დაასრულეს თამაში მალაკი ბრენჰემმა და სიდი ჩისოკომ. აღსანიშნავია, რომ გრეგ პოპოვიჩმა დასვენების საშუალება მისცა გუნდის ფრანგ ცენტრს ვიქტორ ვემბანიამას.
“სან ანტონიო” 2024-25 წლების NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატს 26 ოქტომბერს, “დალას მავერიკსთან” გასვლითი შეხვედრით დაიწყებს.
GBF.GE