მამარდაშვილი და “ვალენსია” 2024 წლის ზაფხულში დასრულდება – ამ ამბავს უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევენ

Tribuna Deportiva-ს ჟურნალისტი ექტორ გომესი წერს, რომ “ვალენსია” ზაფხულში გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილს გაყიდის და ეს გადაწყვეტილი ამბავია.
მოგეხსენებათ, “ღამურებს” ფინანსური კრიზისი აქვთ და იმედოვნებენ, რომ ჩვენებურის გასხვისებით მინიმუმ 25 მილიონ ევროს მიიღებენ, რითაც საგრძნობ შევსებას მიიღებენ.
მამარდაშვილის “მესტალიადან” აბარგება ამა წლის ზაფხულშიც იყო მოსალოდნელი, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა. ექტორ გომესის ცნობით კი ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, ვისაც “ვალენსია” მომავალი წლის ზაფხულში შეელევა, სწორედ ქართველია.