“აფხაზეთი ინციდენტს აშკარა პროვოკაციად მიიჩნევს” – სოხუმი გალში ჩამოგდებულ დრონზე

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, აფხაზეთ-საქართველოს ე.წ. საზღვრის ერთობლივი პატრულირებისას, ს [დე ფაქტო] ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ს ФСБ-ის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი უპილოტო დრონი გალის რაიონის სოფელ ბგოურასთან [ქვემო ოტობაია], რომელიც იღებდა შემოგარენს და სამხედრო ობიექტებს, “აშკარა პროვოკაციაა”.
“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინციდენტს აშკარა პროვოკაციად მიიჩნევს. მსგავსი ქმედებები მიზნად ისახავს სასაზღვრო ზონაში დაძაბულობის ესკალაციას.
მიუხედავად საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის რეგულარული განცხადებებისა იმის შესახებ, რომ სურს აფხაზეთის რესპუბლიკასთან არსებული ყველა წინააღმდეგობა მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პრაქტიკულად, საქართველო აგრძელებს სიტუაციის ესკალაციას აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობა რეგიონში,” – წერია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
დე ფაქტო უწყება აღნიშნავს, რომ აფხაზური მხარე აპირებს განიხილოს “ქართული მხარის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია” ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებთან მიმდინარე წლის 5-6 ნოემბერს დაგეგმილ რაუნდში.
აფხაზეთის [დე ფაქტო] СГБ-ის ინფორმაციით, 2024 წლის 16 ოქტომბერს, აფხაზეთ-საქართველოს ე.წ. საზღვრის ერთობლივი პატრულირებისას, “აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის ФСБ-ის სასაზღვრო დირექტორატის თანამშრომლების მიერ “მავიკ 3-ის” მოდელის უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს გალის რაიონის სოფელ ბგოურაში [მეორე ოტობაია], რომელიც იღებდა მიმდებარე ტერიტორიასა და სამხედრო ობიექტებს”.
“ელექტრონული საომარი ტექნიკის გამოყენების შედეგად, დრონი ჩამოგდებულია.
ოპერატიული მონაცემებით, დადგინდა, რომ ეს მოწყობილობა ეკუთვნის ცნობილ ქართველ აქტივისტს და “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერს დავით ქაცარავას,” – წერია განცხადებაში.
“ჩემო მეგობრებო! დღეს, ჩვენი მორიგი პატრულირების დროს, ორკებმა მოახერხეს ჩვენი დრონის, მავიკ 3 ის ჩამოგდება. მოგეხსენებათ, დრონი ჩვენი პატრულირების განუყოფელი აქსესუარია, რომელიც ჩვენს პატრულირებას ოკუპაციის ხაზთან შეუდარებლად დიდ ეფექტურობას და სარგებლიანობას მატებს. ძალიან მერიდება თხოვნით თქვენი შეწუხება, მაგრამ ამ ეტაპზე გამოუვალი მდგომარეობა გვაქვს, არ გვაქვს არანაირი რესურსი ოპერატიულად შევიძინოთ აღნიშნული მოდელის დრონი, რომლის ღირებულება(მეორადი) მერყეობს 4000-5000 ლარის ფარგლებში კომპლექტაციის მიხედვით,” – წერს დავით ქაცარავა 16 ოქტომბერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.