კობახიძემ ევროპული საბჭოს პოზიცია დაუკავშირა ევროკავშირზე „გლობალური ომის პარტიის“ გავლენას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპული საბჭოს დასკვნაში საქართველოს შესახებ ჩანაწერს ეხებოდა.
კობახიძემ საქართველოს მთავრობის მოქმედებების შესახებ დასმული შეკთხვის საპასუხოდ, უკრაინისა და მოლდოვის შესდახებ ილაპარაკა.
„ამ დროს ს და მოლდოვას აქვს დადებითი შეფასებები, სადაც ერთმანეთზე მიყოლებით ხურავენ ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს, არ არსებობს არც მედიაპლურალიზმი, არც პოლიტიკური პლურალიზმი, ყვავის კორუფცია, არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტები არის უკიდურესად სუსტი, მოლდოვა რჩება დსთ-ს წევრად. აქ ობიექტურობაა მთავარი. ამას ხედავს ზუსტად საზოგადოება“, – თქვა მან.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიმართ „გლობალური ომის პარტიას“ განსხვავებული ინტერესები არსებობს და ამ ძალას, მისი აზრით, გავლენა აქვს ევროკავშირზე.
„ყველამ ყველაფერი იცის უბრალოდ მოლდოვის მიმართ არ არის ის ინტერესები, რაც არის საქართველოს მიმართ და იცით, რა ინტერესებზე ვსაუბრობ, – აღიშნა მ და განაგრძო, – მძიმე ინტერესები იყო საქართველოში, რაც გამოიკვეთა [უკრაინაში ს შეჭრიდან] 2022 წლის თებერვლიდან – „გლობალური ომის პარტია“, მისი გავლენა ევროკავშირზე, ამ ინტერესებზე გესაუბრებით. იგივე ინტერესები არ არის მოლდოვის მიმართ“.
ევროპულმა საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, ქართველ ხალხს მხარი დაუჭიროს მის ევროპულ გზაზე და ამასთან, კვლავ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს.
ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში 17 ოქტომბერს, ღამით გამოაქვეყნეს საბჭოს ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს.
ევროპული საბჭოს თანახმად, მოქმედებების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს შეთქმულების თეორიის თანახმად, „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“. სწორედ ამ ძალას უკავშირებს ივანიშვილი 1,2 მილიარდი დოლარის ზარალს, რომელიც მას Credit Suisse-ის თანამშრომლის, ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის გამო მიადგა.
ამასთან, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ „გლობალურ ომის პარტიას“ აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც -ში, ისე ევროკავშირში.