შალვა გოგოლაძე – დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ იზეიმებს იმ დიდ მიღწევებს, როგორც დღეს ზეიმობს ფეხბურთისა და სპორტის სხვა სახეობაში – ახლო მომავალში დავიწყებთ რეგიონში გასვლას, რომ 4-10 წლის გეგმები დავსახოთ

დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ ერთხელ იზეიმებს იმ დიდ მიღწევებს, როგორც დღეს ზეიმობს ფეხბურთისა და სხვადასხვა სპორტის სახეობაში,- ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ განაცხადა, რომელიც აღნიშნული უწყების გაყოფის შემდეგ სპორტის სამინისტროს უხელმძღვანელებს.
ამასთან, როგორც გოგოლაძემ განმარტა, ახლო მომავალში ქართული სპორტის განვითარების 4-10 წლის გეგმებს დასახავს.
„მადლობა პრემიერს და გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. პატივია და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა ქართულ სპორტს ვუხელმძღვანელო, ვინაიდან ქართული სპორტი დღეს არის ერთ-ერთ უმაღლეს დონეზე. დარწმუნებული ვარ, პრემიერთან და ქართულ გუნდთან ერთად საქართველო კიდევ ერთხელ იზეიმებს იმ დიდ მიღწევებს, როგორც დღეს ზეიმობს ფეხბურთსა და სხვადასხვა პორტის სახეობაში. ახლო მომავალში დავიწყებთ ფედერაციებთან და სხვადასხვა რეგიონში აქტიურ გასვლას იმისთვის, რომ 4-10 წლის გეგმები დავსახოთ თუ როგორი იქნება ჩვენი ქართული სპორტის განვითარების კუთხით“,- აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.
ცნობისთვის, მთავრობა, ს შემდეგ, სპორტისა და კულტურის სამინისტროს გაყოფას გეგმავს – კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად თინათინ რუხაძე დარჩება, სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს. ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ