დავით შერაზადიშვილი – ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა ისაუბრა ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზე და 26 ოქტომბრის ს მნიშვნელობაზე.
„ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
დელეგატთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მუშფიკ ბორჩალი, ფარმან ბორჩალი, რასიმ ისმაილოვი და ფამილ ჩირაკოვი, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან არიან.