ბათუმის “დინამოს” გამოცდილი ქართველი სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ჭიაბრიშვილი ბოლოს თბილისის “დინამოს” წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი “ზესტაფონს”, “საბურთალოსა”, “ლოკომოტივსა” და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებდა.
შეგახსენებთ, იქამდე ბათუმელებს უკრაინელი ანდრეი დემჩენკო თავკაცობდა, რომელიც თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, ბათუმის “დინამო” ეროვნულ ლიგაში 28 ტურის შემდეგ 42 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.