ნატურალური წვენების საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში რუსეთი აღარ არის – სად ვყიდით პროდუქტს?

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოდან $13 726 000-ის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის მოცულობამ 9 247 ტონა შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება, მიმდინარე წლის რვა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 32%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, საერთაშორისო ბაზრებზე $10 397 650 ღირებულების, 8 245 ტონა პროდუქტი გავყიდეთ.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ხილისა და ბოსტნეულის წვენების მთავარი საექსპორტო ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ჯამში $3 572 000-ის წვენები გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი როგორც მედია ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“ – გივი მიქანაძე