საქართველოდან შესაფუთი მასალების ექსპორტი 9 თვეში 31,47%-ით, $47,8 მილიონამდე გაიზარდა – კლასტერი

ქართული შესაფუთი მასალების სექტორი ზრდას განაგრძობს. საგარეო ვაჭრობის მონაცემები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტი წლიურად 11,4 მლნ დოლარით, 47,8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 31,47%-იან ზრდას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში, შესაფუთი მასალებიდან ყველაზე მეტი – 27 მილიონი დოლარის ღირებულების ქაღალდის მუყაოს შეფუთვის ექსპორტი განხორციელდა. ქართული შესაფუთი მასალების რეალიზაცია ძირითადად მეზობელ სახელმწიფოებში ხორციელდება. საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში შედიან აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ბულგარეთი და .
ქვეყნების პირველი ხუთეული ექსპორტის მიხედვით:
აზერბაიჯანი – 31 665 970$
სომხეთი – 5 432 060 $
პოლონეთი – 2 634 120$ (ტომრები)
ბულგარეთი -1 863 440 $ (ქაღალდის მუყაოს შეფუთვა)
რუსეთი – 1 759 340 $
აღსანიშნია ისიც, რომ წლის პირველ 9 თვეში გაზრდილია საქართველოში შესაფუთი მასალების იმპორტიც. იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 161,7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების შესაფუთი მასალები შემოვიდა, რაც წლიურად 7,5 მილიონი დოლარით, ანუ 4,89%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთავარ საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე მეზობელი თურქეთია, საიდანაც 9 თვეში 57,9 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.
ქვეყნების პირველი ხუთეული იმპორტის მიხედვით:
თურქეთი – 57 972 710 $
რუსეთი – 36 840 340 $ (აქედან, 29,5 მლნ – მინის ბოთლები)
სომხეთი – 17 611 640 $
ჩინეთი – 9 280 220 $
ირანი – 7 553 430 $.