“ივანიშვილის ყველაზე გრანდიოზული გადაგდება და ქოსატყუილობა” – ელისაშვილი

,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წყალტუბოში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, განაცხადა:
,,წყალტუბოდან მინდა გაგახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური ტყუილი და გადაგდება, ს ქოსატყუილობა, ეს არის წყალტუბო, სადაც ყოველი ს წინ ,,ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილი მართავდნენ ხოლმე პრეზენტაციას და პირობას დებდნენ, რომ იწყებოდა წყალტუბოს, ამ ჩვენი ყველაზე დიდი და საამაყო, ლეგენდარული კურორტის რეაბილიტაცია. ბოლოს 2019 წელს გააკეთეს დიდი პრეზენტაცია, ჩამოთვლილი იყო ძველი სანატორიუმები, სასტუმროები, აბანოები და ითქვა, რომ მასშტაბურ რეაბილიტაციას იწყებდნენ, ამაში ივანიშვილი ჩადებდა პირად ფულს, 700 მილიონ დოლარს, მოკლედ ბაქი-ბუქი და მტვრის კორიანტელი დააყენა. სიაში რომ იყო იმ 22-დან ერთ-ერთი სანატორიუმი მოვინახულე, ,,მედეა” ჰქვია, ერთ დროს იყო ლეგენდარული, საინტერესო, ხალხმრავალი, მაგრამ დღეს არის გაპარტახებული და მიტოვებული. ახლა 2024 წელია, ბიძინა ივანიშვილის იმ ქოსატყუილობიდან, რომ წყალტუბოს მასშტაბურ რეაბილიტაციას დაიწყებდა, გავიდა ხუთი წელი და აქ არაფერია გაკეთებული. ყველას კიდევ ერთხელ გახსენებთ, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, თაღლითებთან და ქოსატყუილებთან, ეს ხალხი კიდევ 9 დღე იქნება ხელისუფლებაში და იმისთვის, რომ წყალტუბოს რეაბილიტაცია, მთელი ქვეყნის განვითარება და გამდიდრება დავიწყოთ, რასაც ჩვენი კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” გპირდებით, ჩვენი მისხალ-მისხალ დაწერილი გეგმის მიხედვით, „ილიას გზით“, ამისთვის ერთი მთავარი რამ არის საჭირო, რომ 26 ოქტომბერს მივიდეთ, ,,ქართული ოცნება” გადავირჩიოთ და ხმა მივცეთ 9 ნომერს, ,,ძლიერ საქართველოს”.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი