“ნეიმარი გაცილებით მაგარია, ვიდრე რონალდინიო” – “მილანის” ნახევარმცველი

“მილანიდან” “ფიორენტინაში” განათხოვრებულმა იასინ ადლიმ RMC Sport-თან ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელის ნეიმარის შესახებ ისაუბრა.
ადლი და ნეიმარი 2017/2018 წლების სეზონში ერთად “პარი სენ ჟერმენში” გამოდიოდნენ.
ადლის თქმით, ნეიმარი გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე რონალდინიო.
“როცა ნეიმარი “პარი სენ ჟერმენში” გადმოვიდა, უბრალოდ უცხოპლანეტელს ჰგავდა. ყველაფერი რასაც აკეთებდა, წარმოუდგენელი იყო.
პასები, დრიბლინგები… ბურთს არ კარგავდა, მეტოქეებს არც კი იმჩნევდა.
ზოგჯერ კამათობენ ვინ არის უკეთესი, რონალდინიო თუ ნეიმარი. ჩემი აზრით, ნეიმარი გაცილებით მაგარი ფეხბურთელია, ვიდრე რონალდინიო. ორივეს დიდ პატივს ვცემ, მაგრა ნეიმარი ძალიან, ძალიან ძლიერი
მოთამაშეა.
ჩემთვის ნეიმარი მესისა და რონალდოზე ოდნავ ქვემოთაა, ბრაზილიელი თითქმის მათ დონეზეა”, – განაცხადა ადლიმ.