როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული ბალიშები

როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული ბალიშები
ორთოპედიული ბალიშის გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა უწევთ, კუდუსუნის არეში ტკივილი ან ბუასილი აწუხებთ. ასევე მათთვის, ვისაც კისრისა თუ წელის არეში დაჭიმულობის შეგრძნება და ძილის პრობლემები აქვთ. ღამე ორთოპედიული ბალიში სხეულის სწორ პოზიციონირებასა და უსაფრთხო ძილს უზრუნველყოფს. ორთოპედიული ბალიშები ხელს უწყობს:
· სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
· სხეულის სწორ პოზიციონირებას;
· ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;
· უზრუნველყოფს სწორ მდგომარეობაში ძილს;
· ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.
მაღალხარისხიანი ორთოპედიული ბალიშების ფართო არჩევანს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია ლატექსის მასალისგანაა დამზადებული, გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს, რომელიც იხსნება და ირეცხება. ეს კი გამოყენების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პრემიუმ ბრენდის – Morsa Cyberg/მორსას სამედიცინო ბალიშებს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
· რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში – განკუთვნილია იმ შემთხვევისთვის, თუ გულძმარვა გაწუხებთ. ბალიშს აქვს ამაღლებული ზედაპირი, რაც სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. ეს კი საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
· ორთოპედიული კისრის ბალიში – თავსა და კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილისა და დაჭიმულობის შეგრძნებას.
· ზურგის ბალიში – დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან, რაც ზურგის ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მისი გამოყენება იდეალურია მათთვის, ვინც დიდხანს ატარებს დროს კომპიუტერთან ან მისი სამუშაო დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან.
· სამგზავრო ბალიში – უზრუნველყოფს მშვიდ და სასიამოვნო მგზავრობას. მისი განსაკუთრებული ფორმა თავისა და კისრის მიდამოს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს.
· სავარძლის ბალიში – რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიდხანს ჯდომა უწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. ის აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, აფერხებს სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ბუასილის პროგრესირებას.
სასურველი პროდუქტის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ ფილიალებში შეგიძლიათ. ასევე, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი: akhalikhedva.ge

ასევე დაგაინტერესებთ