მბაპეს ბრალს გაუპატიურებაში სდებენ – ფრანგს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი კილიან მბაპე სერიოზულ სკანდალში გაეხვია.
Le Parisien-ის ცნობით, ფრანგ შემტევს ბრალი შვედეთში, სტოკჰოლმის სასტუმროში ქალის გაუპატიურებაში ედება. თავად ფეხბურთელი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და “ფეიკს” უწოდებს.
შვედეთის პროკურატურის განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუ მბაპეს ბრალი დაუმტკიცდება, მას 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დასვენების მიზნით, მბაპე ბოლო სანაკრებო შესვენებაზე არ გამოიძახა, კილიანმა კი თავისუფალი დროის მეგობრებთან ერთად გატარება სტოკჰოლმში გადაწყვიტა, სადაც ერთ-ერთ ღამის კლუბში დააფიქსირეს.
მადრიდის “რეალს” მომხართან
დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.