რუსეთმა უკრაინას 50-მდე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია

უკრაინას რუსეთმა 50-მდე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, „შაჰედის“ ტიპის დრონები მათ შავი ზღვიდან ჩორნომორსკისა და ოდესის მიმართულებით, ასევე ხერსონის რაიონში მიკოლაევსკისკენ შენიშნეს. საჰაერო ძალების თანახმად, 40-ზე მეტი დრონი განადგურებულია.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების სენატორში დაგეგმილი ონლაინ მიმართვა ბოლო მომენტში გააუქმა. ზელენსკის ამერიკელი სენატორებისთვის უნდა მიემართა იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებს, კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეგობის გამო, უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხი ამ დრომდე არ გადაუწყვეტია.
უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად საჭირო დაფინანსებაზე სენატმა დღეს უნდა იმსჯელოს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, მოუწოდა კონგრესს, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან